Tuesday, December 21, 2010


სარკის წმ. გიორგის მამათა მონასტერი
http://dzeglebi.ge/dzeglebi/sarke.html ეწვიეთ ბმულს რათა გაიგოთ სარკის მონასტრის შესახებ ყველაფერი რაც გაინტერესებთ. მხოლოდ ერთს გეტყვით რომ სარკის წმ. გიორგის მონასტერი ოდიდგანვე გამოირჩეოდა თავისი სულიერი სიძლიერით და ქრისტიანებისათვის უძვირფასეს მოსალოც ადგილს წარმოადგენდა! მას არაერთი სასწაული მოუხდენია ადამიანებისათვის!!!

აზიური აბანოები ქარელში (ორთუბანში)
ეს გახლავთ აზიური ტიპის აბანოები. ზაზა ფანასკერტელი ციციშვილის პერიოდის. იგი მდებარეობს ზაზა ფანასკერტელის კოშკის და კარის ეკლესიის მახლობლად. ძალიან ლამაზი და საინტერესო ნაგებობაა, მოგაგონებთ თბილისის გოგირდის აბანოებს. ასე რომ ქარელში და კერძოდ ორთუბანში ოდითგანვე ხელოვნების ნიმუშები როგორიცაა ეს აბანო-ბევრი იქმნებოდა!!!

Tuesday, August 3, 2010

კალმახი
თქვენ იცით რა მაგარია ძამის ხეობაში მდ.ძამაზე ანკასით დაჭერილი და ნაკვერჩხალზე შემწვარი კალმახი? ძაან გემრიელია! თქვენ დაგიჭერიათ თქვენი ხელით კალმახი ან სხვა რაიმე თევზი?

Wednesday, July 28, 2010

გაიხსნა ბლოგი ძამისხეობაზე

ძამის ხეობა ჩვენი სიამაყეა!
გამარჯობათ, მოგესალმებით კეთილი სურვილებით. გაიხსნა ბლოგი ძამის ხეობაზე, სადაც განთავსდება ყველანაირი ინფორმაცია ძამის ხეობაბის შესახებ. ველი თქვენს გამოხმაურებებს და დაინტერესებას, ძამის ხეობის მრავალფეროვანი პოტენციალით.